13:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-17 12:18:48, 1232 ნახვა

რეგიონი
მთიანაჭარას ახალი ტურისტული პროდუქტი შეემატება - ჩირუხის მთის განვითარებაზე მუშაობა დაწყებულია

მთიანაჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება გრძელდება. ამჯერად, ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ პირველი სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და პროექტზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ჩირუხის მთაზე გამართა, სადაც არსებული ტურისტული პოტენციალი და პროდუქტის განვითარების კონცეფციები განიხილეს.

ამ ეტაპზე, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება.

ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა.

“მთიანაჭარაში ეკოტურისტული და სამთო ტურისტული პროდუქტების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რათა რეგიონის სტუმრებს საშუალება ჰქონდეთ ზღვასთან ერთად მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით ისარგებლონ. ჩირუხის მთა ამ მხრივ გამორჩეულია თავისი ავთენტური და განსხვავებული ტურისტული შესაძლებლობებით. მთაზე არსებულ ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე მოგზაურობა ტურისტებს წელსაც შეუძლიათ, თუმცა ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნის შემთხვევაში ჩირუხი უფრო მიმზიდველი გახდება ალპურ ბუნებაში თავგადასავლების მოყვარულთათვის“, განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics