20:45 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-16 12:44:28, 1989 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ისტორიის ჩარხი არის წაღმა დატრიალებული და მას უკუღმა ვეღარავინ დაატრიალებს

ქართული ოპოზიციის ერთიანობამ და საზოგადოების პროტესტმა გამოიწვია ის საერთაშორისო ექო, რომელმაც ოლიგარქი აიძულა გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების საკითხს.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მთავარი გამარჯვება ყველას წინ გველოდება.

„მსურს მივულოცო ქვეყანას მოპოვებული გამარჯვება და გაცნობოთ, რომ ყველაზე მთავარი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ გველოდება. გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, რომ ისტორიის ჩარხი უკვე არის წაღმა დატრიალებული და მას ვეღარავინ ვერასდროს ვერ დაატრიალებს. წარმოუდგენელი და უპრეცედენტო საერთაშორისო წნბეხის ქვეშ მოექცა „ქართული ოცნება“, რის შედეგადაც გათავისუფლდნენ ოლიგარქის პირადი პოლიტიკური პატიმრები, მეტიც, პირადი მძევლები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. არ ვიქნები მართალი, თუ სიმართლეს ბოლომდე არ ვიტყვი. ალბათ, საერთაშორისო გამოხმაურება არ იქნებოდა ისეთი მკვეთრი და მძაფრი, რომ არა ის წარმოუდგენელი და გაუგონარი ერთსულოვნება, რაც გამოიჩინა ქართულმა ოპოზიციამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. სწორედ ქართული ოპოზიციის თანმიმდევრობამ და ერთიანობამ, რა თქმა უნდა, ასევე ქართული საზოგადოების პროტესტმა გამოიწვია ის საერთაშორისო ექო, რომელმაც საბოლოო ჯამში ოლიგარქი აიძულა გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები. ეს არის მისასალმებელი, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღარ და ვეღარ იქნება მარტო ვერცერთ გადადგმულ ნაბიჯში. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, როგორც არასოდეს დგას გვერდით და მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას, ამას სჭირდება განვითარება, მით უფრო, როდესაც ვხედავთ ხელისუფლებას, რომელმაც არათუ გაფანტა ნდობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არამედნ მთლიანად გაანულა ყოველი სახის რაიმე ნდობა, თუკი აქამდე გააჩნდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics