|
2020-05-16 12:16:58, 1668 ნახვა
პოლიტიკა
ბურჯანაძე - ხელისუფლებამ დაუშვა იმდენად მძიმე შეცდომა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტპატიმრებზე ალაპარაკდა
ხელისუფლებამ დაუშვა იმდენად მძიმე შეცდომა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტპატიმრებზე ალაპარაკდა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, გზავნილები, რომელიც მოდის აშშ-ის კონგრესიდან, სენატიდან, ევროპარლამენტიდან და დასავლელი პარტნიორებისგან, საგანგაშო სიგნალია. „ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა იმისათვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო ხელისუფლების პარტნიორობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომები. იმდენად მძიმე, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საერთაშორისო თანამეგობრობა ალაპარაკდა პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ეს გზავნილები, რომელიც მოდის აშშ-ის კონგრესიდან, სენატიდან, ევროპარლამენტიდან და საერთოდ, დასავლელი პარტნიორებისგან, არის ძალიან საგანგაშო სიგნალი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)