|
2020-05-15 22:33:39, 2113 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი - ივანიშვილმა ოპოზიციონერების მრავალი წლით დაპატიმრების დაპირებაც ვერ შეასრულა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა. ოქრუაშვილმა ოპოზიციის ყველა ლიდერს, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს მადლობა გადაუხადა. „ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპიზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც, რა თქმა უნდა, ჩვენი გათავისუფლება იყო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს. რომ არა მათი ძალისხმევა, მათი შეფასებები, ალბათ ეს შედეგი არ დადგებოდა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო ცვლილების პროცესის შესახებ, ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება არჩევნების შესახებ, ეს არის შეთანხმება საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შესახებ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)