16:59 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 21:45:11, 1875 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზება არის ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მეირ დადებული 8 მარტის შეთანხმებაში გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ საუბარი არ ყოფილა. ა

მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზება არის ზუსტად ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

„ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს არის ტყუილი. 8 მარტის შეთანხმებით, ჩვენ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებდა საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩამოყალიბებისთვის და მეორე, ითვალისწინებდა მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზებას. მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზება არის ზუსტად ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ეს არის ტყუილი, ეს არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics