20:01 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 15:30:41, 1621 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ოპოზიციას სურს არა სიტუაციის განმუხტვა, არამედ დამუხტვა

ოპოზიციას ცხადია, რომ სურს არა სიტუაციის განმუხტვა, არამედ პირიქით, დამუხტვა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

„არის ოპოზიცია, რომელიც ცრუობს და ამბობს, რომ თითქოს შეთანხმების ნაწილი იყო ასევე იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომლებსაც გარკვეული დანაშაული აქვთ ჩადენილი და ეს სიმართლეს არ შეეფერება იმიტომ, რომ ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა და ბერკეტი ვერ ექნებოდათ, რომ ეს კონკრეტული ადამიანები გაათავისუფლონ ციხიდან. ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა და მანდატი ეს არის პრეზიდენტი. მან უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.

ოპოზიციას ცხადია, რომ სურს არა სიტუაციის განმუხტვა, არამედ პირიქით, დამუხტვა, რადგან იციან რა რეიტინგიც აქვთ და ხვდებიან რომ არჩევნების გზით მათ არანაირი შანსი და შესაძლებლობა არ აქვს გამარჯვების“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics