|
2020-05-15 10:31:39, 1080 ნახვა
პოლიტიკა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს USAID - ის მხარდაჭერით საველე კარვები გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საქართველოში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ორი ერთეული საველე კარავი გადაეცა. პროექტი „ზრდა საქართველოში“ და მისი პარტნიორი - "ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მხარდაჭერით განხორციელდა. კარვების მოცულობა 40 და 20 კვადრატული მეტრია. ორივე მათგანი აღჭურვილია გათბობის სისტემით. კარვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს. კარვებში, ასევე, შესაძლებელია საველე ჰოსპიტალის მოწყობაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და RDFG კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის უფროსი ვანო გრიგოლაშვილი ესწრებოდნენ. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ეფექტური რეაგირების მიმართულებით, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის პრიორიტეტულია. მეხანძრე-მაშველები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და საველე სწავლებებში. ასევე, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრმა არაერთი პროექტის გახორციელებით მნიშვნელოვნად გააძლიერა სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. უახლოეს მომავალში, RDFG-ის მეშვეობით, დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის სახანძრო კიბის გადმოცემა.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)