16:34 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 19:18:35, 1714 ნახვა

საზოგადოება
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში, სოფო კილაძე მონაწილეობას არ მიიღებს

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე მონაწილეობას არ მიიღებს.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისი პრაიდის ორგანიზებით ონლაინ აქცია ჩატარდება.

აქციაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და სახალხო დამცველი მიიღებენ.

„17 მაისს ვაკეთებთ ონლაინ ღონისძიებას და მივმართეთ სხვადასხვა აქტორს, ვისაც ეხება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლა. მათ შორის არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაცია და ბევრი ის პირი, ვინც უშუალოდაა ამ საკითხში ჩართული.

სოფო კილაძემ მოგვწერა უარი. ცოტა გაურკვეველი შინაარსის იყო, თქვა, რომ სახალხო დამცველი უკვე იღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში და არ ჩათვალა ამ ფორმატში მონაწილეობის მიღება. ზოგადად ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამოირჩეოდა ხოლმე წინა წლებში ლგბტ ადამიანების უფლებათა დაცვით და ესაა გაგრძელდება, განსაკუთრებულ ცვლილებას არ ველოდით“, - განაცხადა გიორგი თაბაგარმა „ტვ პირველთან“.

ამასთანავე, თბილისის მერიას ლგბტ თემის წარმომადგენლებმა მიმართეს, რომ ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ლგბტ ფერებში განათდეს, თუმცა მათ ამ დრომდე რაიმე პასუხი არ მიუღიათ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics