17:03 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 20:09:53, 1476 ნახვა

საზოგადოება
იმნაძე - ამ ეტაპზე არ ველოდებით, რომ სექტემბერში სასწავლო პროცესი ვერ განახლდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერში ვერ განახლდეს.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, თუ კორონავირუსის ვაქცინა არ იქნება, დიდია იმის ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ შემობრუნდეს.

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. იმედი გვაქვს, რომ ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით შედარებით სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი იქნება. თუმცა, ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როდესაც რამდენჯერმე აღვნიშნეთ და სამწუხაროდ, ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს და თუ ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება არ გვექნება მომავალი ზამთრისთვის, თუ არ გვექნება ვაქცინა, რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა არის იმის, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს,“- განაცხადა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics