20:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 17:48:58, 1579 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი: ევროპარლამენტმა კი უნდა იცოდეს, რომ პატიმრების საკითხი მხოლოდ სამართლებრივი გზით წყდება

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარ მაიკლ გელერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ  დასავლეთის ქვეყნები საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა უცნაური, ვინაიდან მსგავსი საკითხები მხოლოდ სამართლებრივი გზით წყდება.

„უცნაური განცხადებაა რაც მოვისმინეთ, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის აშკარა მხარდამჭერისაგან, პარტიული მხარდამჭერისაგან, როგორც პიროვნული მხარდამჭერისაგან ასეთი განცხადება, ვინაიდან მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ მასალები უნდა შეისწავლოს და თუ კი რაიმე აქ პრინციპული პოზიციაა, უნდა სამართლებრივი გზით დაიცვას იგი. იყო ასეთივე განცხადებები, არანაკლები, ხისტი, პრინციპული, როდესაც ჩვენ ვმსჯელობდით რუსთავი2-ის თემაზე პოლიტიკურ ასპარეზზე და, მეორე მხრივ, სამართლებრივი ხაზი განვითარდა ისე, რომ სტრასბურგმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან შორს არის იმ მოწოდებებისაგან, რაც ჰქონდათ სახალხო პარტიის წარმომადგენლებს იმ პერიოდში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics