19:17 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 12:44:22, 1346 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ყველა ნეგატიურ შედეგზე, რომელსაც ხელისუფლების უშინაარსო განცხადება მოიტანს, პასუხიმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება

ყველა ნეგატიურ შედეგზე, რომელსაც ხელისუფლების უშინაარსო განცხადება მოიტანს, პასუხიმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ თავიანთი განცხადებით დააზიანა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია.

„დღევანდელ ბრიფინგს ორი თემა აქვს. ერთი ეხება უადგილო, უტაქტო, უშინაარსო და უდროო განცხადებას, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა ორი დღის წინ, რომელიც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შედეგების რევიზიას ეხება. სრულიად გაუგებარია პოლიტიკური და პრაგმატული თვალსაზრისით ეს განცხადება რას ემსახურებოდა, მაგრამ ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენ მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციისა და ხელისუფლების დისკუსიაში. იმის ახსნა, თუ რა არის მედიატორების როლი ამ შეთანხმებაში, იმის ახსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება, რადგანაც ეს ჩვენი შეთანხმების განუყოფელი შემადგენელი ნაწილი იყო. სამწუხაროდ, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია იმისთვის კიდევ ერთხელ ხაზის გასმა, რომ პოლიტპატიმრები 21-ე საუკუნეში საქართველოში არსებობენ. იმისთვის ხაზის გასმა, რომ ყველა მხარემ, რომლებიც ამ შეთანხმების მონაწილე იყო, უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულება და იმის ხაზის გასმა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მოკავშირეები სერიოზულ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ შესრულდება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება.

რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ? დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები. მინდა ხაზი გავუსვა, ყველა ნეგატიურ შედეგს, რომლებსაც ხელისუფლების უადგილო, უშინაარსო, უკულტურო და ყოვლად უტაქტო განცხადება მოიტანს, ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იკისრებს და ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა მის ლიდერს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics