19:16 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 17:30:39, 1510 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლება საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა

სამწუხაროდ, ხელისუფლება ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ გამო, საერთაშორისო პარტნიორებს თაღლითების ერი არ ვეგონოთ.

„სამწუხაროდ, ხელისუფლება ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად. მე მგონია, რომ არაფერს ახალს და ორიგინალურს არ ვამბობ, იმიტომ, რომ ამ თაღლითობას ხედავენ არამარტო საქართველოში, არამედ ეს არის სტილი, რომელზეც არაერთხელ სხვადასხვა ფორმით მიგვითითეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალის იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე და ჩვენს პარტნიორებს ქართველებზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ ეს არის თაღლითების ერი. ამისთვის უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც მოსახდენია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics