|
2020-05-11 15:11:11, 1414 ნახვა
კომენტარი
გახარია - ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაიწყება ტურიზმით, სოფლის მეურნეობით, შემდგომ ამას მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი
იმ პროცესებში, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება, ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა, რადგან ქართულ ტურიზმს აქვს მაგნიტურობის ძალა - მთაც არის, ღვინოც, კიდევ ბევრი რამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, განსაკუთრებული მიმზიდველობა აქვს აჭარას, ისევე როგორც თბილისს და შემდგომ ეს ყველაფერი რეგიონებში იშლება. პრემიერმა ისაუბრა ცალკეული ტურისტული ზონების კოვიდ-19-ისგან სუფთა ზონებად გამოცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია პატარა, მობილურ ზონებზე. „ეს შეიძლება იყოს საირმე, წყალტუბო ან გუდაური. ბაკურიანიც კი დიდია ამისთვის, აჭარას რომ თავი დავანებოთ. აჭარის გამოცხადება ასეთი ფორმით საკმაოდ რთული იქნება, თუმცა გარკვეული ნაწილები შესაძლებელია. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმ სასტუმროებს, სადაც ამის ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება ვიფიქროთ ბათუმზე, როგორც ცალკე აღებულზე და გარკვეული წესები დავაწესოთ, რომ კოვიდისგან თავისუფალ ზონებად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური განახლების, გახსნის ან ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაიწყება ტურიზმით, სოფლის მეურნეობა, შემდგომ ამას მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი, რა თქმა უნდა ინდუსტრია, შემდგომ იქნება განათლება, მედიცინა და ასე მივყვებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი რანჟირება განსაზღვრულია იმ სექტორებით, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თანმიმდევრობა დაყრდნობილია ორი კომპონენტის საშუალო შეწონილზე - ვინ დაზარალდა ყველაზე უფრო და ვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში. ზოგიერთებს ეწყინათ, რატომ ვიწყებთ მაგალითად ტურიზმით და არ ვიწყებთ ინდუსტრიით ან სოფლის მეურნეობით. იმიტომ, რომ თუ საშუალო შეწონილს ავიღებთ, ტურიზმის წვლილი ეკონომიკაში და ამავე დროს პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან ტურიზმზე მიყენებული ზიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდგომ ეს არის სოფლის მეურნეობა და ეკონომიკის სხვა დარგები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)