2020-05-09 12:02:01, 1361 ნახვა
პოლიტიკა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ნობათი გადასცეს
9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და ვეტერანებს სურსათ-პროდუქტები გადასცეს.
პარლამენტის სახელით შეძენილი ნობათი 149 ადამიანს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ 14 ვეტერანს გადაეცა. ქართული წარმოების პროდუქტები, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით დაფასოვდა და დარიგდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,