2020-05-09 11:52:37, 1345 ნახვა
პოლიტიკა
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა დევნილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, აფხაზეთიდან დევნილ ხუტა შარანგიას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
ბესარიონ სიმონიშვილმა 95 წლის ხუტა შარანგიას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75 წლისთავთან დაკავშირებით ამანათი გადასცა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHСR) საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, სპეციალურ ამანათს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა დევნილი მიიღებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),