|
2020-05-08 20:29:14, 1298 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის დღეები და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ახალი ინიციატივა - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის"
8 მაისს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ევროპის კვირეულის ფარგლებში, ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II-ის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მონაწილეობით, სპეციალურ საინფორმაციო კამპანიას „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის" იწყებს. ორთვიანი კამპანია 27 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან ზუსტად 6 წლის თავზე, დასრულდება. Covid-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წინა წლებთან შედარებით, წელს განსხვავებულად აღინიშნება და კამპანია ციფრულ რეჟიმში ჩატარდება. დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ მოგვიტანა. „აღნიშნული პროექტით ჩვენ გვსურს გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თბილისსა და რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვდასხვა სამიზნე ჯგუფებს ასოცირების ხელშეკრულებისა და ზოგადად, ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე. ასევე, გვინდა საზოგადოებაც ჩავრთოთ ამ პროცესში. ახალგაზრდებს კი მინდა ვუთხრა, რომ ჩაერთონ ჩვენს კამპანიაში, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში და დაგვეხმარონ იმაში, რომ ყველას ერთად გავაგებინოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასოცირების პროცესი და რას მოგვიტანს ყველას ერთად ევროპულ ოჯახში დაბრუნება", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა. კამპანიის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ვებ-გვერდზე www.aa.ge დარეგისტრირების შემდეგ, სტუდენტების ხუთკაციანი ჯგუფები დაესწრებიან ონლაინ ლექციებს. ამის შემდეგ კი მათ ექნებათ ორკვირიანი ვადა, რომ თემაზე „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის" მოამზადონ ესე, ან კვლევისთვის განკუთვნილი სამოქმედო გეგმა და წარადგინონ ონლაინ. სამი საუკეთესო ესე პროექტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება და გამარჯვებულებს გადაეცემათ ჯილდო. გამოვლინდებიან საუკეთესო კვლევითი სამოქმედო გეგმების ავტორები, რომლებიც ერთი თვის ვადაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩაატარებენ კვლევას. წარმოდგენილ პროექტებს წინასწარ შერჩეული ჟიურის წევრები შეაფასებენ. კონკურსის გამარჯვებულები კი 27 ივნისს გამოვლინდებიან. უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, კამპანიაში ჩართვის საშუალება აქვთ სკოლის მოსწავლეებსაც (მე-9 კლასიდან ზევით). მათთვის დაგეგმილია ონლაინ საჯარო დებატებია, რომელიც გაიმართება ისეთ თემებზე, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, ასოცირების შეთანხმების შედეგად საზოგადოებისთვის მოტანილი სარგებელი სხვადასხვა სფეროებში. საჯარო დებატების შემდეგ, მასწავლებლებსა და მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო მომხსენებელსა და გამარჯვებულ გუნდს კი გადაეცემა ჯილდო.
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)