18:35 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 16:34:25, 1206 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე მთავრობას - შეასრულეთ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი, სანამ ამის გაკეთება საერთაშორისო ზეწოლით მოგიწევთ

„ქართული ოცნება“ მეორედ შედის იგივე მდინარეში და მეორედ იწვევს საერთაშორისო კრიტიკის ტალღას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის წერილს.

ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, იმოქმედოს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის შესასრულებლად, ვიდრე საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოუწევს ნაბიჯების გადადგმა.

„საერთაშორისო კრიტიკა ბევრად უფრო მძაფრი იქნება, ვიდრე ეს იყო იანვარ-თებერვალში, რადგან ამჯერად ქართული ოცნება ატყუებს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ, იმ მთავარ საერთაშორისო პარტნიორებსაც, რომლებიც ჩართულები იყვნენ 8 მარტის შეთანხმების პროცესში. ამ ტყუილს ექნება უმძიმესი ფასი ქართული ოცნებისთვის, მაგრამ ასევე დააზიანებს ქვეყანას და მის პოლიტიკურ გარემოს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად ორივე ნაწილში, როგორც პოლიტიკური დევნის შეწყვეტის, ისე პროპორციების ნაწილში, სანამ იძულებული იქნება ისევ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ გააკეთოს ეს. უკვე გამოჩნდა, რომ კორონავირუსი და პანდემია არ იქნება მათთვის მიტევების საფუძველი და კრიტიკა იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა და მოუწოდა, შეასრულონ ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმების პირობები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics