18:35 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 16:04:20, 1349 ნახვა

პოლიტიკა
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299 მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა და მოქალაქეებს, ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე მოემსახურება.

საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის საშუალებით, გადასახადის გადამხდელი ოპერატიულად მიიღებს ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების, სხვადასხვა საკანონმდებლო სიახლეებისა და აუცილებელი პროცედურული ღონისძიებების შესახებ.

სატელეფონო ცენტრის ოპერატორები მოქალაქეებს, ასევე დაეხმარებიან მიიღონ კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების გაცემის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

სატელეფონო ცენტრის ზარების განაწილების უნიკალური სისტემის საშუალებით, მომხმარებელი თავად აირჩევს საბაჟო ან საგადასახადო კონსულტანტს, ხოლო ვიდეოზარის სერვისის გამოყენებით, ინდმეწარმესა და ფიზიკურ პირს, სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად შეუძლია დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის ვეგბგვერდზე http://www.rs.ge/ და ელექტრონული აქტივაცია გაიაროს.

ვიდეოზარით რეგისტრაციის პროცედურები იხილეთ ვრცლად: http://gov.ge/s/320e2

მომხმარებელს საკონსულტაციო მომსახურების მიღება შეუძლია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics