01:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 15:17:03, 1190 ნახვა

კომენტარი
გახარია - უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომელზეც საერთაშორისო დონორებისა და ცნობილი ეკონომისტების მხარდაჭერით ვმუშაობთ

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გადავდივართ პოსტკრიზისული ეკონომიკის მართვის ეტაპზე. დღეს, განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სექტორულ მიმართულებას.

სექტორული თვალსაზრისით პირველი იქნება ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა და ფერმერების მხარდაჭერა, შემდგომ - დეველოპმენტის, მშენებლობის და სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერა და შემდგომ - განათლება.

 ჩვენ ამ გეგმას დავასრულებთ შემდეგი კვირის ბოლომდე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით, ორ კვირაში  მთავრობა წარმოადგენს სექტორულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს როგორც საერთაშორისო დონორების, ასევე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტების მხარდაჭერით.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით სექტორულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, უკვე სრულს, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ როგორც ჩვენს საერთაშორისო დონორებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ასევე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტების მხარდაჭერით და ამ გეგმას წარმოვადგენთ უახლოეს მომავალში," - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics