01:08 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 14:29:32, 14687 ნახვა

კომენტარი
15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, 1-ელი ივლისიდან კი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს

15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, 1-ელი ივლისიდან კი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს და საქართველო იქნება ევროპის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საზღვრებს გახსნის - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზღვრებზე 14 დღიან საკარანტინე შეზღუდვას, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 1 საათამდე შეამცირებს. მისი თქმით, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.  

„გარდა იმისა, რომ ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, ამასთან ერთად არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც პანდემიის შემდგომ პოსტ კრიზისულ ეკონომიკაში, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყოს ხელი.

დღეს როდესაც მსოფლიოს ტურზიმის განვითარების ორგანიზაცია ჯერ კიდევ ადგენს სტანდარტებს, როგორი სტანდარტებით შეიძლება ევროპის ქვეყნებში გაისნას ტურიზმი, როდესაც ეს სტანდარტები ბოლომდე დადგენილი არ არის, იმ გადაწყვეტილებამ რომელიც ჩვენ ძალიან ადრეულ ეტაპზე მივიღეთ და საკარანტინე ზონებად გადავაქციეთ მაგალითად სასტუმროები, მოგვცა უდიდესი გამოცდილება, რომელსაც დღეს მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაციაც იყენებს, იმისთვის, რომ პოსტ კრიზისულ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოში ასე თუ ისე კოვიდ-19-ის რისკი შედარებით გადალახული იქნება და ადამიანები საზღვრების კვეთას დაიწყებენ საქართველოს ექნება გამოცდილება, თუ როგორ მოემსახუროს რისკის შემცველ ადამიანებს. ეს არ არის მარტივი თემა რადგან ინფიცირების პირობებში სასტუმროს მართვას სჭირდება სხვადსახვა გამოცდილება, ცოდნა და ექსპერტიზა, რომელიც ჩვენ ბევრ სასტუმროს დაუგროვდა. ამის შედეგად კარანტინის ზონები გაიარა 19 ათასმა მოქალაქემ, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებამ საზღვარგარეთიდან ორგანიზებულად ჩამოიყავან, ჩვენი მოქალაქეები ან შემოდიოდნენ სახმელეთო საზღვრებიდან და აუცილებელ საკარანტინო ზონას გადიოდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი სასტუმრო მომსახურება კვებით, ტრანსპორტირებით და სხვა სასტუმრო მომსახურებებით. ეს არის ის უპირატესობა, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

გარდა ამისა საქართველოს აქვს საშუალება, გამოყოს ინფექციისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები.ეს შეიძლება იყსო წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი - რომლებიც ისტორიულად პოზიციონირებდნენ როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის.

ტურიზმის აღდგენისტის აუცილებელია, რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი. პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც საჰაერო ასევე სახმელეთო და აქ, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს დავალებები მიღებული, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14 დღიანი კარანტინი, ერთ საათში უდნა იყოს დასრულებული, ამის საშუალებები და ტექნიკა არსებობს  და ჯანდაცვის სამინისტრო ამას გადაწყვეტს უახლოეს პერიოდში.

საქართვლოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა შესრულდება. 15 ივნისიდან საქართვლო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან.

ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ამ მიზანს ჩვენ მივაღწევთ და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics