2020-05-07 14:14:55, 1293 ნახვა
პოლიტიკა
14 მაისიდან რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 18 მაისიდან მარნეულში, სრულად აღდგება გადაადგილება
14 მაისიდან სრულად აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, 18 მაისს გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება მარნეულში.
„14 მაისიდან სრულად გაიხსენება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში. ამ ეტაპობრივ გახნსას აქვს ტავისი მიზანი. 18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან