01:12 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 16:07:16, 1797 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე Freedom House-ის ანგარიშზე - როგორც ვიცი, ფაქტობრივი უზუსტობებია

 „როგორც ვიცი, ფაქტობრივი უზუსტობებია, დეტალურად არ ვიცი, წავიკითხავ და შემდეგ გაგცემთ პასუხს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძე Freedom House-ის ანგარიშსს.

მისი თქმით, უზუსტობაა მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით. თუმცა დოკუმენტს ის ზუსტად არ გაცნობია და სრულ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, როცა ანგარიშსს ნახავს.

„ჯერჯერობით მწირი ინფორმაცია მაქვს და მაგალითად, ვიცი, რომ საუბარია რამდენიმე უზუსტობაზე,  გეტყვით იმაზე, რაც თვალში მომხვდა. მაგალითად, ხაზარაძესთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მის მიმართ გამოძიება დაიწყო და ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვიდა. ეს ფაქტობრივი უზუსტობაა, არა შეფასებითი, არამედ ფაქტობრივი, რადგან ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაცილებით ადრე გააკეთა და გამოძიება გაცილებით ადრე იყო დაწყებული. როგორც ვიცი, ფაქტობრივი უზუსტობებია, დეტალურად არ ვიცი, წავიკითხავ და შემდეგ გაგცემთ პასუხს“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ Freedom House-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ სასამართლო სისტემა დიდი ხანია, რაც საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკას წარმოადგენს. განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის საქმე. ანაგარიშში ვკითხულობთ, რომ „პოლიტიკურ დარგში ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე გამოჩნდა თუ არა, მაშინვე ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics