2020-05-06 14:46:43, 1516 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილმა დაადასტურა, რომ უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ნიშნავენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი მდივნის თავმჯდომარედ ნიშნავენ.
აღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა ,,დოიჩე ველესთან" ინტერვიუში დაადასტურა.
,,არა მდივნად, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. თუმცა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა თანამდებობაზე დანიშვნის ზუსტი თარიღი არ იცის.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან