17:51 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 12:54:53, 1352 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მძღოლებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად, 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

თბილისის მერის განმარტებით, მძღოლებმა აღნიშნული დახმარების მისაღებად, მინიმალური პროცედურა უნდა გაიარონ, რომელიც დეტალურად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„მძღოლებმა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ შესაბამის კომისიას უნდა მიაწოდონ. მათ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნებათ“,  - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალური ტრანსპორტის იმ მძღოლებს, რომლებიც კორონავირუსის პერიოდში საკარანტინო სივრცეებიდან მოქალაქეებისა და ექიმების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ.

„თბილისის მერიამ საკარანტინო სივრცეებიდან გამოწერილი ადამიანების  სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების ვალდებულება აიღო. დიდი მადლობა თანადგომისთვისა და თანამშრომლობისთვის მძღოლებს, რომლებიც რთულ ვითარებაშიც საქმიანობას განაგრძობდნენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics