03:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 11:43:25, 1015 ნახვა

კომენტარი
თბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ კომპანიებს მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს და ყველა შესაბამის სამსახურს მადლობა გადაუხადა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიო პანდემიის პირობებში, მერიის შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

„მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. არა იმ ტემპით და მასშტაბით, როგორც ეს წლის დასაწყისში ხორციელდებოდა, თუმცა სამუშაოები არ შეჩერებულა და ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ხაზი მინდა გავუსვა იმ მნიშვნელოვან სამუშაოებს, რომელიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ თბილისში ამ გაზაფხულზე თვალნათლივ გამოჩნდა. ეს არის გამწვანების სამუშაოები, რომელიც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში განვახორციელეთ. ეს იმ ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც „ეკოსერვის ჯგუფში“ მუშაობენ, რისთვისაც მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის, ასევე, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ ყველა კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო გადაადგილება და ადამიანების სამუშაოებზე მოყვანა, პროექტები ერთი დღითაც არ გაჩერებულა. მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილისის განვითარების ფონდს“, თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის  თანამშრომლებს. სწორედ მათი შრომის შედეგია, რომ ქვეყანაში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, არ გაჩერებულა თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, თბილისის რაიონების გამგებლები საჭიროების მქონე ოჯახების დახმარების კამპანიაში არიან ჩართული.

„მინდა ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო გამგებლებს, გამგეობისა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, ასევე, ყველა იმ მოხალისეს, ვინც ჩართულია ამ პროცესში, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი დახმარება და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics