|
2020-05-06 10:27:27, 1182 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: ახლა 6 მილიარდის სესხება არც გვჭირდება - ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა
„ახლა 6 მილიარდის სესხება არც გვჭირდება - ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი საერთაშორისო ავტორიტეტის გამოყენებით 6 მილიარდის მოძიება შეუძლია. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მთავარ აქცენტს აკეთებენ რამდენად სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკა აქვს ქვეყანას, რამდენად პასუხისმგებლიანად ხარჯავს აღებულ ვალს და თანმიმდევრულია თუ არა რეფორმების განხორციელების პროცესში. „ყოველთვის ვცდილობ, არ გავაკეთო შეურაცხმყოფელი განცხადებები და არ შევიდე პოლიტიკურ ინსინუაციებში, მაგრამ განცხადებები იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ავტორიტეტის გამოყენებით 6 მილიარდის მოზიდვაა შესაძლებელი, არის სისულელე. ამ ადამიანებს რაღაც გამოცდილება რომ ჰქონდეთ, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რა პარამეტრებია და როგორი დასაბუთებაა ამისთვის საჭირო, ეს განცხადება საერთოდ არაფერთან ახლოს არ დგას ... და მეორეც, არც გვჭირდება 6 მილიარდი ვინმემ სესხად რომ მოგვცეს, ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა. სად მიგვაქვს ეს სესხი? შვილებს ვუტოვებთ იმისთვის, რომ 3-5-7 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა აღარ განვითარდეს? რეიტინგი აღარ აეწიოს და მაღალრისკიან ქვეყნად ჩათვალონ? ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რომ ვალის აღებაც უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული იმისა, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ამჟამად მოზიდული თანხები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთობლივი მუშაობისა და მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული შეთანხმების შედეგია. „ჩვენ ერთობლივად ვიმსჯელეთ, რა არის ფინანსური დანაკლისი ბიუჯეტისთვის და რა არის საჭირო ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რაც მალე დავძლევთ კრიზისს და ამის ყველა ნიშანია, მით უფრო მალე დაიწყება აღდგენა და მით მეტი თანხა მოხმარდება ეკონომიკის განვითარებას. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი, ამას ემსახურება დროებითი შეზღუდვებიც, რომლებიც ნელ-ნელა ყოველკვირეულად მოიხსნება. ასე რომ, საერთაშორისო ორგანიზაციები ნაცნობობით ფულს არ იძლევიან. ისინი აფასებენ, როგორ მიგყავს ეკონომიკური პოლიტიკა, რამდენად პასუხისმგებლიანი ხარ, სად ხარჯავ ამ ფულს. ასევე, ბევრი რეფორმა მათთანაა შეთანხებული ან დაფინანსების მიღების წინაპირობაა. მაგალითად, პენსიების ინდექსაციის საკითხი, რომელზედაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, შეთანხმებული და მოთხოვნილი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. დამერწმუნეთ, 99 % გადაწყვეტულებებისა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში მიიღება გამომდინარე იქიდან, რამდენად ახორციელებს ქვეყანა ასეთ რეფორმებს," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)