17:51 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 13:45:00, 1535 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე- მზად ვართ, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას ხელს შეუწყობს

„მზად ვართ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად, რომლებიც კვალიფიციურ დახმარებას გაგვიწევენ ამ ნაწილში, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარებას და არჩევნების ჩატარების გარანტიას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

შეკითხვაზე - თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პანდემიის საფრთხე სრულად არ იქნება აღმოფხვრილი, ხომ არ იგეგმება არჩევნების ჩატარების ალტერნატიული ვარიანტი, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, მმართველი გუნდი ნებისმიერ მოდელზე მსჯელობისთვის არის მზად. 

„მზად ვართ, რომ გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს და მივიღოთ სპეციალისტების რჩევები. ასევე, მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით, ჩვენ ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით. არანაირი პრობლემა აქ არ არის. მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და ამ მოკლე პერიოდში მოესწროს, მაგრამ, დანარჩენი, რაც შეეხება რეგულაციების და შეზღუდვების თანხლებით ჩატარდეს არჩევნები, ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდეს არჩევნები, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელზე სამსჯელოდ მზად ვართ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics