03:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 11:38:06, 1039 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - ოპონირებას საფუძვლად უნდა ედოს საზოგადოებასა და ქვეყანაზე ზრუნვა

პოლიტიკურად ჯანსაღი ოპოზიციის როლი არგუმენტებით მწვავე კრიტიკას, უკეთეს ალტერნატივას, სიტუაციიდან უკეთეს გამოსავალს ნიშნავს და სწორედ ასეთ ოპონირებას საფუძვლად უნდა ედოს საზოგადოებასა და ქვეყანაზე ზრუნვა - ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი facebook გვერდზე საზოგადოებას მიმართავს.

მან ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფწბი ვერ იტანენ არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყნის წარმატებას.

„პოლიტიკურად ჯანსაღი ოპოზიციის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ვფიქრობ, ნიშნავს: არგუმენტებით მწვავე კრიტიკას, უკეთეს ალტერნატიულ წინადადებებს, სიტუაციიდან უკეთეს გამოსავალს და ა.შ. მიმაჩნია, რომ ასეთ ოპონირებას საფუძვლად უნდა ედოს საზოგადოებასა და ქვეყანაზე ზრუნვა.

ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები, როდესაც: ქვეყნის განვითარება, თუ ეს თვითონ არ/ვერ შეძლეს და აღარც აქვთ ამის რესურსი, ვერ იტანენ არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყნის წარმატებას. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა, „ქართული ოცნების" მთელი ჩვენი გუნდი ჩვენ საზოგადოებასთან ერთად თავგანწირვით იბრძვის პანდემიის წინააღმდეგ, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა/სიცოცხლე და არსებული წარმატება ყველას გვახარებს, ეს ოპოზიციური ჯგუფები ავრცელებენ დეზინფორმაციას! მაშინ, როდესაც ექიმები მაღალი პროფესიონალიზმით აკეთებენ თავის საქმეს, ეს ჯგუფები აქილიკებენ მათ, თუ რატომ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. როდესაც „ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ახორციელებს უზარმაზარ ქველმოქმედებას ჩვენი ხალხისთვის, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ასეთი თანხა არ ჩარიცხულა. ბევრი "მაშინ როდესაც" შეიძლება დაიწეროს და ამას საზოგადოება კარგად ხედავს!

სამწუხარდ, ეს ოპოზიციური ჯგუფები მოქმედებენ პრინციპით: თუ თვითონ არ მართავენ, ქვეყნის წარმატებაც კი შურთ!

მადლობა ჩვენს საზოგადოებას ნდობისთვის! ერთად ბევრს შევძლებთ!"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics