17:51 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 19:02:28, 1453 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პარლამენტი არის აქტიური თანამონაწილე ყველა იმ პროცესისა, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან ბრძოლასთან

„პარლამენტის როლი არის უმნიშვნელოვანესი და პარლამენტი არის აქტიური თანამონაწილე ყველა იმ პროცესისა, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან ბრძოლასთან, რომელიც არის დაკავშირებული ჯანდაცვის მიმართულებით ნაბიჯების სწორად დაგეგმავსთან,სოციალური და ეკონომიკური პაკეტის სწორად განსაზღვრასთან და ამ პაკეტის მოქალაქეებამდე სწორად მიტანასთან",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება თანმიმდევრულად მიყვება იმ გეგმას,  როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. თანმიმდევრულად ხორციელდება თითოეული ის მოქმედება, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს მთლიანობაში პანდემიასთან ბრძოლასთან და შესაბამისად, ამ გეგმის განხორციელებაში,  ხელისუფლების თითოეული შტო არის ჩართული.

 „შექმნილია სპეციალური საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც არიან წარმოდგენილი პარლამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, რამდენიმე დეპუტატი მონაწილეობს მუდმივად ამ საბჭოს მუშაობაში და თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც არის დაკავშირებული ამ პროცესის მართვასთან, მიიღება სწორედ პარლამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების აქტიური მონაწილეობით. როგორც მოგეხსენებათ, არის ცალკე შექმნილი ეკონომიკური მიმართლებით საბჭო, სადაც პარლამენტის ყველა შესაბამისი პროფილის კომიტეტის თავმჯდომარე არის ჩართული და როდესაც შემუშავდა სოციალური და ეკონომიკური  პაკეტი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესსექტორისთვის, ეს პაკეტიც შემუშავდა ამ საბჭოს მიერ, დეპუტატების , კომიტეტის თამჯდომარეების და სხვა ხელმძღვანელი პირების აქტიური თანამონაწილეობით. გარდა ამისა, ჩვენი დეპუტატები არიან ადგილებზე ძალიან აქტოურად ჩრთული პროცესების მართვაში, განსაკუთარებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეტია პრობლემა ეპიდემიის გავრცელების კუთხით",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics