04:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 13:03:56, 1247 ნახვა

კომენტარი
ფინანსთა მინისტრმა კანონპროექტში შესულ საგადასახადო ცვლილებებზე ისაუბრა

ჩვენ წარვადგინეთ საქართველოს კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საგადასახადო ცვლილებებს. ეს ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადის სუფსიდირებას, რომლითაც ისარგებლებს ყველა საშემოსავლოს გადამხდელი - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიებს ევალებათ სწორი ინფორმაციის მიწოდება დასაქმებულ პირებზე, ხოლო არასწორი ინფორმაციის შემთხვევაში ჯარიმა დაეკისრებათ კომპენსირებული თანხის გაორმაგებული რაოდენობით.

„დღეს ჩვენ წარვადგინეთ საქართველოს კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საგადასახადო ცვლილებებს. ეს ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადის სუფსიდირებას, რომლითაც ისარგებლებს ყველა საშემოსავლოს გადამხდელი. მოგეხსენებათ კომპანიებს 1500 ლარამდე სახელფასო გადახდებზე შეღავათი ექნებათ, ხოლო 750 ლარამდე სახელფასო გასავალზე გაუნულდებათ გადასახადი და გადახდილად ჩაეთვლებათ. ეს ცვლილება მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და წახალისებას იმ ბიზნესის და კომპანიების რომელბიც გააგრძელებენ ხელაფსის გადახდას თანამშრომლებზე.

შეგახსენებთ გარდა საგადასახადო ცვლილებებისა, სახელმწიფო ჯამში 1200 ლარის ოდენობით დახმარებას გაუწევს,  იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ ოფიციალურად და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე უმუშევრები დარჩნენ ან უბრალოდ ხელფასს ვერ იღებენ ამ დროისთვის. ორივე შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსში ჩვენ ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც, სწორი ინფორმაციის წარდგენა და ვალდებულება ეკისრება კომპანიას, თუ ისინი არასწორ ინფორამციას მოგვაწვდიან ამ შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ეს მიზნად ისახავს ავირიდოთ მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადამხდელზეც გადანაწილდეს.

ჩვენ ასევე დავაინიცირეთ დადგენლიების პროექტი, რომელიც შეეხება იმ საკომპენსაციო პაკეტს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარადგინა - რაც მოიცავს, დასაქმებასთან და შემოსავლის დაკარგვასთან დაკავშირებული კომპენსაციები , ეს ეხება იმ დასაქმებულ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ხელფასი საგადასახადო ორგანოში, დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციით და საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეუწყდათ ან შეეზღუდათ შრომითი ურთიერთობა ან აღარ იღებენ ხელფასს. ამ შემთხვევაში ეძლევათ 200 ლარის კომპენსაცია 6 თვით, პირველი მაისიდან. შემდეგი პუნქტი მოიცავს ინდივიდუალურ მეწარმეების, მცირე ბიზნეს მეწარმეების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს - მათ, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებს თუ 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებოდათ ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდა,მათ ეძლევათ კომპენსაცია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. ეს ეხება ასევე მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებსაც, თუ მათ ეს სტატუსი 2020 წლის პირველ აპრილამდე ჰქონდათ მინიჭებული. ეს ცვლილება შეეხება, ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირდება,გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა თუ ის წარადგენს საბუთს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან ჰქონდა შემოსავალი, მიიღებენ ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics