|
2020-04-30 20:00:07, 1245 ნახვა
კომენტარი
სოსო არჩვაძე: საქართველოს არა მარტო გამართული ბიუჯეტი აქვს, არამედ ამბიციაც, რომ მისი ღიაობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდეს
საქართველოს არა მარტო გამართული ბიუჯეტი აქვს, არამედ ამბიციაც, რომ მისი ღიაობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდეს - აღნიშნავს ექსპერტი სოსო არჩვაძე ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული შედეგების შეფასებისას. როგორც ცნობილია, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის – 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის კვლავ მე-5 ადგილს იკავებს. „ბიუჯეტის ღიაობა ფინანსური ასპექტით საზოგადოების დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია. სანამ საზოგადოების წევრები, პოლიტიკოსები და მედია-საშუალებები ქვეყნის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ძირითად ასპექტებზე მსჯელობენ, უაღრესად საყურადღებო მოვლენა მოხდა - ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაციამ ( International Budget partniorShip) გამოქვეყნა ანგარიში 2019 წელზე, რომლითაც საქართველომ უაღრესად პრესტიჟული - მე-5 ადგილი დაიკავა (81 ქულა - მაქსიმალურად შესაძლებელი 100 ქულიდან; პირველ ადგილზეა ახალი ზელანდია 87 ქულით). ეს ორგანიზაცია მრავალ კერძო, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, მის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ძირითადი ფინანსური გეგმის - სახელმწიფო ბიუჯეტის მეტი გახსნილობა და სამართლიანობა მათი მომზადებისა და რეალიზაციის პროცესში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ორგანიზაცია ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს ბიუჯეტის გახნილობის კუთხით აფასებს,“ - წერს სოსო არჩვაძე. მისი თქმით, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაციის აღნიშნული შეფასება რამდენიმე ასპექტითაა საგულისხმო. „ჯერ ერთი, რეიტინგი განხორციელებულია მსოფლიოს 117 ქვეყნის მიხედვით, მაშინ როდესაც გაეროში 193 ქვეყანაა - ბევრი სახელმწიფო სხვადასხვა მიზეზით არ თანამშრომლობს ხსენებულ ორგანიზაციასთან. საქართველოს არა მარტო გამართული (ყველა გაგებით!) ბიუჯეტი აქვს, არამედ ამბიციაც, რომ მისი ღიაობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდეს. მეორე, საქართველოს მაჩვენებელი - 81 ქულა - საკმაოდ მაღალია, აღემატება რა გამოკვლეული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (45 ქულა) და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (55 ქულა), აგრეთვე ჩვენს უშუალო მეზობლების რუსეთისა (74 ქულა), აზერბაიჯანის (35 ქულა) და უკრაინის (63 ქულა) მაჩვენებლებს. მესამე, პროგრესი იგრძნობა კვლევის ორივე კომპონენტებში - ბიუჯეტის ზედამხედველობაში (ბოლო ორ წელიწადში 74-დან 82 ქულამდე) და მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ (22-დან 28 ქულამდე - საშუალო გლობალური ქულა ამ პოზიციით ბოლო წლებში უცვლელია და მხოლოდ 14 ქულას შეადგენს). გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტის ღიაობის შეფასება 2019 წელს შეეხება და მასში ვერ აისახა ფინანსთა სამინისტროს მიერ 2020 წელს ამუშავებული მოქალაქეთა ჩართულობის პორტალი (https://ebtps.mof.ge), რომლის საშუალებითაც ყველა დაინტერესებულ პირს უკვე შეუძლია გაეცნოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის ძირითად პრიორიტეტებს, სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამებს და დაგეგმოს ბიუჯეტი საკუთარი შეხედულებების შესაბამისად. საქართველოს მაღალი რეიტინგი იმითაცაა დასაფასებელი, რომ კვლევაში ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოირჩევა ხელისუფლებისადმი გუნდრუკის კმევით. მეორე მხრივ, კვლევის შედეგებზე მთავრობის რაიმე ზემოქმედების მოხდენისა ფაქტობრივად გამორიცხულია და მისი უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ კვლევის წინასწარ შედეგებზე კომენტარების დაფიქსირებაში. შესაბამისად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ კვლევა არ ეფუძნება სუბიექტურ გარემოებებს, იგი მაქსიმალური ობიექტურობით ასახავს რეალობას, იმას რომ საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დანერგვა მიმდინარეობს თანმიმდევრულად და სწორი მიმართულებით. ამას ადასტურებს ქვეყნის მეხუთე ადგილიც, რომელსაც საქართველო ბოლო ორი გამოკვლევის მიხედვით ინარჩუნებს, ხოლო თუ უფრო გრძელვადიან პერიოდს ავიღებთ - 2006 წლიდან (როდესაც საქართველო პირველად მოექცა შესაბამის კვლევაში) დღემდე მან მოახერხა სწრაფი პროგრესი და მინიმალური გამჭვირვალობის ქვეყნების ჯგუფიდან გადაინაცვლა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში. სახელმწიფო ინსტიტუტები, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებენ საბიუჯეტო ხარჯების ტრანსპარენტულობისა და მიზნობრიობაზე მონიტორინგის კუთხით. ბოლო წლებში მკვეთრადაა გაზრდილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული შემოწმებების რაოდენობა, ფაქტობრივად განახევრებულია ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც აუდიტორული შემოწმების გარეშეა დარჩენილი (ბიუჯეტის მხოლოდ დაახლოებით 1/10). ასე რომ, საერთაშორისო მაღალ შეფასებას ქვეყნის ინსტიტუტების გამართული და ეფექტიანი მუშაობა უდევს საფუძვლად“, - წერს სოსო არჩვაძე.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)