2020-04-30 18:23:22, 1655 ნახვა
პოლიტიკა
რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ლუგარის ლაბორატორიის თემა კვლავ წამოწია - ვიდეო
რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ, რომელიც სრულად კრემლის გავლენის ქვეშაა, თბილისში ლუგარის ლაბორატორიის საკითხი კვლავ წამოწია.
უკრაინასა და საქართველოში ლაბორატორიების მუშაობას, ტელეკომპანია Россия 24 -მა მთელი პროპაგანდისტული გადაცემა მიუძღვნა.
გადაცემა "60 წუთში" მოწვეული კრემლის პოზიციის გამხმოვანებლები, ამტკიცებენ, რომ საქართველოში ღამურებზე ცდებს ატარებდნენ, მათ შორის კორონავირუსის ტიპის ინფექციებზეც.
ამასთან, Россия 24 ამტკიცებს, რომ უკრაინაში პროპუნისტურმა პოლიტიკოსმა და ვლადიმერ პუტინის ნათესავმა ვიქტორ მედვეჩუკმა, ამერიკული ლაბორატორია აღმოაჩინა, რომელიც ბიოლოგიური იარაღის წარმოებაზე მუშაობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,