17:10 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-29 15:36:05, 1730 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე განახლდება

„საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე,  განვაახლებთ მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოვიდ 19-სა და ამ კონტექსტში, პოლიტიკურ კალენდარზე საუბრისას „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ონლაინ-რეჟიმში სამუშაო შეხვედრები გრძელდება.

„ჩვენ ძალიან მკაფიო ამოცანა გვაქვს, რომ არჩევნები ჩავატაროთ კონსტიტუციით განსაზღვრულ დროში, და არა მხოლოდ ჩავატაროთ, არამედ, ის რეფორმებიც წინსწრებით განვახორციელოთ, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს გახდის უფრო კონკურენტულს, უფრო სამართლიანს. გვსურს, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ეუთოს რეკომენდაციები, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაცემული",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე ინფორმაციით, არის რამდენიმე ტექნიკური ხასიათის რეკომენდაცია, რომლთა პირდაპირი სახით გათვალისწინებაც, შესაძლოა ვერ მოხერხდეს, თუმცა ამაზე ყველა თანხმდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე დააკონკრეტა, რომ არსებითი რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, მათ შორის, ის რეკომენდაციები, რომელიც კამპანიის დაფინანსებას, მედიას, არჩევნების დღეს, უბნების  ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

„ოპოზიციაც ხედავს, რომ ამ მიმართულებით,  ჩვენ მივდივართ მაქსიმალური კონსენსუსით.  ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, გვაქვს ძალიან მკაფიო მიზანი, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები და როგორც პოლიტიკურ პარტიას, „ქართულ ოცნებას" გვაქვს მიზანი, რომ მოვიპოვოთ უპირატესობა და გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. ჩვენ გვჯერა ჩვენი მოქალაქეების და ვენდობით ჩვენს საზოგადოებას - არჩევანსაც გააკეთებენ მოქალაქეები, რასაკვირველია, ეს უპირობოდ იქნება მისაღები, ჩვენ მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა!" , - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​​ 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics