|
2020-04-29 15:23:36, 1654 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - სააკაშვილთან დაკავშირებული საკადრო გადაწყვეტილება არ ღირს იმად, რომ უკრაინასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას რისკები შეექმნას
„მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე იქნება გაუგებარი და არამეგობრული გადაწყვეტილება და დააზიანებს ჩვენსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნისა და უკრაინის რადას სპიკერისადმი გაგზავნილ წერილზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის განცხადებებს ოპონენტთა მხრიდან მწვავე რეაქციები არ მოჰყოლია. „ვიტყოდი, რომ ეს იყო უფრო სუსტი რეაქციები, ვიდრე მწვავე და ძლიერი. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, ამ ოპოზიციის შიგნითაც უკვე ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უკვე არის წარსულის თემა და მიხეილ სააკაშვილი მომავალში ვეღარ იქნება ოპოზიციის ლიდერი საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ამას ოპოზიციაში უკვე ბევრი ხვდება, ამიტომ, რა რეაქციებიც გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან, ეს იყო "სავალდებულო განცხადებები". მე ამას ვერ დავარქმევდი ძლიერ რეაქციებს. არგუმენტაციაც სუსტი მოვისმინე. ერთადერთი არგუმენტი ის ქონდათ, ხომ არ არის ეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ჩარევა უკრაინის პოლიტიკაში, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ამაზე პასუხი იმთავითვე ცხადი იყო, როდესაც ჩვენ განცხადებები გავაკეთეთ - მიხეილ სააკაშვილი მძიმე ბრალდებებით არის გასამართლებული საქართველოში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. თალაკვაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, თუმცა, მისი თქმით, ვერხოვნა რადას სპიკერისთვის წერილის გაგზავნა სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ არის. „უკრაინის არჩევნებში სააკაშვილმა 0.4% მხარდაჭერა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მას უკრაინელმა ხალხმაც უარი უთხრა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)