06:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 15:28:15, 1393 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე - ჩვენ მზად ვართ ხვალვე დავიწყოთ მოწყვლადი ჯგუფების, მოხუცების და შშმ პირების ტესტირება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო მზად არის მოწყვლადი ჯგუფების, როგორიცაა მოხუცთა თავშესაფრები, პანსიონატები სადაც შშმ პირები არიან განთავსებულნი მათი ტესტირება ხვალიდანვე დაიწყონ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მზადყოფნისა ზუსტ თარიღს დოკუმენტური პროცედურის დასრულების შემდეგ დაასახელებენ.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩვენ კლინიკურ ჯგუფთან და ყველა კლინიკის ხელძღვანელთან, რომელბიც უკვე დიდი ხანია ჩართულნი არიან კოვიდ ინფექციასთან ბრძოლაში, განვიხილეთ დეტალები თუ რა შედეგბი აქვთ მათ და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი, როგორც პაციენტების მკურნალობის პერიოდში ასევე იმ საწოლ ფონდთან მიმართებაში, რომელიც დღეს-დღეობით არის მობილიზებული.

ამ წუთებში ჩვენ განვიხილავთ თუ რომელი იქნება შემდეგი ჯგუფი, რომელიც იქნება ჩართული გაფართოებული ტესტირების ფარგლებში და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცთა თავშესაფრები და პანსიონატები სადაც შშმ პირები არიან მოთავსებულები, როგორც ბავშვები ასევე მოზარდები, ჩაერთვებიან ტესტირებებში, რათა მოხდეს ამ ჯგუფების დეტალური შესწავლა და არ მოხდეს ამ იმფექციის შემთხვევით გავრცელება, რაც იქნება სარისკო ამ ჯგუფებისთვის.

რეალურად ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ტესტირება ხვალიდან, მაგრამ გარკვეული დოკუმენტური პროცედურის დასრულების შემდეგ ჩვენ თარიღს ზუსტად გამოვაცხადებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics