07:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 16:24:49, 1268 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - კომპანიები, რომელთაც პირველივე ეტაპზე მიეცათ ონლაინ ვაჭრობის უფლება, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საქმიანობის განახლებას და დაიცვან წესები

ის ფაქტი, რომ ონლაინ ვაჭრობის სფეროს და ბევრ კომპანიას საშუალება მიეცათ გააგრძელონ საქმიანობა შეზღუდვების შერბილების პირველივე ეტაპზე, კარგი შესაძლებლობაა როგორც მომხმარებლისთვის, რომ მიიღოს სასურველი პროდუქცია, ასევე თავად კომპანიებისთვის, რომელთაც ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, უზრუნველყოს თანამშრომლისა და მომხმარებლის უსაფრთხოება,  - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კომპანიები, რომელთაც დღეს ონლაინ განაახლეს საქმიანობა ან გადავიდნენ საქმიანობის დისტანციურ ფორმატზე, ვალდებული არიან ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინები, რომელთა დაკმაყოფილება დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

„პირველ რიგში, ეს საჭიროებს უბრალოდ პასუხისმგებლიან მიდგომას იმ კომპანიების მხრიდან, ვისაც დღეიდან ეძლევა ფუნქციონიებს საშუალება. ეს არის ელემენტარული პირობები, რომელიც გაწერილია ჯანდაცვის გაიდლაინებში",- აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, კომპანიები ვალდებული არიან უზრუნველყონ თანამშრომლები პირადი დაცვის საშუალებებით, მათ შორის პირბადეებითა და ხელთათმანებით, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მიტანის სერვისს ახორციელებენ და მომხმარებელთან ადგილზე მისვლა უწევთ. ასევე კომპანიებმა უნდა მოახდინონ ოფისებისა და საწყობების პერიოდული დეზინფექცია, უნდა ჰქონდეთ თერმოსკინრინგი, ოფისში ერთდროულად არ უნდა ჰყავდეთ 5 ადამიანზე მეტი და სხვა წესების დაცვა, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

„მივმართავ მათ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები, დაიცვან სანიტარული ნორმები, აკონტროლონ თანამშრომლები - ჰქონდეთ გამართული მოკვლევადობის სისტემა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს   პირადი დაცვის საშუალებები და სხვა. მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე ეტაპზე ამოქმედებულ კომპანიებს დამატებითი პასუხისმგებლობა აკისრიათ როგორც საკუთარ ბიზნესზე, ასევე კლიენტის  ჯანმართელობასა და შეზღუდვების შერბილების შემდგომი ეტაპების ამოქმედების გეგმის  შეუფერხებლად გაგრძელებაზეც. თუ ამ პერიოდში ამ კუთხით რაიმე სახის ეპიდემიოლოგიური პრობლემა შეიქმნა, ნებისმიერ დროს გვექნება უფლება და მოვალეობაც, რომ გადავდოთ შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპები. ამიტომ ონლაინ კომპანიები უნდა იყონ ჩვენი თანამოაზრეები ამ ნაწილში. ამასთან, მინდა ბევრ კომპანიას გადავუხადო მადლობა, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება ამ მოთხოვნებს და ასრულებს მათ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics