|
2020-04-25 19:51:28, 2013 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი - ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერების დახმარებისთვის სახელმწიფო პროგრამებში მნიშვნელოვანი დამატებითი კომპონეტები გაჩნდა
სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებს ამ რთული პერიოდის განმავლობაში ვაგრძელებთ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერების დახმარებისთვის სახელმწიფო პროგრამებში მნიშვნელოვანი დამატებითი კომპონეტები გაჩნდა ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დახმარება სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას და ერთწლიანი კულტურების მოყვანის შემთხვევაში, საბრუნავ საშუალებებზე წვდომას მოიცავს. "ჩვენ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებს ვაგრძელებდით მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში; ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კი, დახმარებისთვის დამატებითი კომპონეტები გაჩნდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლება, რაც 1 ჰექტარზე 70 ლარს გულისხმობს და არის ყველა იმ ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციით და დრენაჟის მომსახურებით. ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ფერემერებისთვის უკავშირდება ერთწლიანი კულტურების მოყვანას - ეს არის ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები. აქ საბრუნავ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა მივეცით ფერმერებს. აგროკრედიტის ფარგლებში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს სრულ თანადაფინანსებას საბანკო პროცენტის 5-დან 100 000 ლარამდე სესხებზე. ფაქტობრივად, ეს არის ფერმერებისთვის უფასო ფული ერთწლიანი პროდუქტების მოყვანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ სახელმწიფო, უზრუნველყოფის ნაწილში, 50 %-ით თავდებად უდგება ფერმერებს იმისათვის, რომ მარტივი იყოს ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მათ ადვილად შეძლონ კრედიტების აღება. მნიშვნელოვანია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, არსებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შევცვალეთ, კონკრეტულ შემთხვევებში მიზნობრიობა გაიზარდა იმისათვის, რომ უფრო მეტი საქმიანობა დაიფაროს საკრედიტო რესურსით და ფერმერებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ფინანსები", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)