09:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 18:19:06, 1994 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი პაკეტი, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების წინაშეა

„პრემიერ-მინისტრმა დღეს წარადგინა ძალიან მასშტაბური და კომპლექსური გეგმა, რომლის მიზანია იმ ზიანის მაქსიმალურად შემცირება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენმა ეკონომიკამ მიიღო პანდემიიდან გამომდინარე", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შეფასებისას განაცხადა.

„გეგმა არის დეტალურად გაწერილი, ასევე გაწერილია როგორ უნდა გამოვიდეთ არსებული ვითარებიდან. რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკურ და სოციალურ ნაწილს - ამ პაკეტის მთლიანი მოცულობა არის 3.5 მილიარდი ლარი, რაც დიდი მასშტაბის თანხაა და ამ თანხის მობილიზების საშუალება ჩვენ მოგვცა მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს ძალიან კარგმა მუშაობამ. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულნი და ქონდათ კოორდინაცია და კონსულტაციები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, დონორებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და ამან ჩვენ მთლიანობაში 3 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზების საშუალება მოგვცა, სწორედ ამის შედეგად შესაძლებელი გახდა გაგვეწერა კომპლექსური გეგმა სოციალურ-ეკონომიკურ და პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თითოეული ის მიმართულება განმარტა, სადაც მობილიზებული თანხები დაიხარჯება. კერძოდ, კი 3.5 მილიარდი ლარიდან მილიარდზე მეტი მოხმარდება სოციალურ დახმარებას და უმუშევრობიდან წარმოშობილ პრობლემების მოგვარებას. 2 მილიარზე მეტი მიმართულია ეკონომიკის სტიმულირებისთვის და 350 მილიონი კი მოხმარდება უშუალოდ ჯანდაცვის ღონისძიებებს.

„თითოეული დეტალი ამ გეგმაში ძალიან კარგად იქნა გათვლილი და საბოლოო ჯამში ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი პაკეტი, რომელიც არის ოპტიმალური და რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის წინაშეა. ეს გეგმა დეტალურად იყო გავლილი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, იმ სუბიექტებთან, რომლისგანაც ჩვენ ვიღებთ დახმარებას. მთლიანობაში ამ გეგმის მომზადება იყო რთული და ყოველდღიური სამუშაო პროცესის შედეგი და ამან მოგვცა ჩვენ ოპტიმალური გეგმის წარდგენის საშუალება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics