09:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 16:00:44, 1205 ნახვა

კომენტარი
გახარია სააკაშვილზე - საქართველოში ძებნილი დამნაშავის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, მიუღებელია - შესაბამისი რეაქცია მოჰყვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია და ამას საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ელჩი ამ დროისთვის არ გამოუწვევია საქართველოს, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერად დაიშვნის შემთხვევაში, საქართველო მინიმუმ კონსულტაციისთვის გამოიწვევს მას.

„უკრაინელი ხალხი ჩვენთვის მოძმე ხალხია, უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწრო პოლიტიკური კონიუქტურა, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მიერ, საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიმე რესტორანში თმებით თრევა და მონმონისტურ პოლიციის სახით იქიდან გამოყვანა. თუმცა რა თქმა უნდა მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია და როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ როგორც მინიმუმ კონსულტაციების მიზნით გამოვიწვევთ მას“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics