16:25 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 13:15:50, 2013 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ეფექტური დაძლევის გეგმა იმ კომპონენტებს უნდა ითვალისწინებდეს, რომელიც ჩვენს ხედვაშია

ეფექტური დაძლევის გეგმა იმ კომპონენტებს უნდა ითვალისწინებდეს, რომელიც ჩვენს ხედვაშია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ მიერ შემუშავებული გეგმა საკმაოდ კომპლექსურია და ყველა იმ კომპონენტს ითვალისწინებს, რაც მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად საჭიროა.

„„ევროპული საქართველო“ უკვე ერთი თვეა ცდილობს თავისი ხედვა მიაწოდოს ხელისუფლებას, ჩვენ ეს გეგმა ერთი თვის წინ გამოვაქვეყნეთ და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ეფექტური დაძლევის გეგმა იმ კომპონენტებს უნდა ითვალისწინებდეს, რომელიც ჩვენს ხედვაშია. ესენია, გადასახადების შემცირება, დაგროვებითი საპენსიო ფონდის გამოყენება, მოსახლეობისთვის თავისი თანხების დაბრუნება და საბიუჯეტო სახსრების დაზროგვა, მკვეთრად შემცირება ინფრასტრუქტურული და ბიუროკრატიული ხარჯების დაფინანსების, საგარეო დახმარებების გამოყენება იმ კუთხით, რომ კონკრეტული დახმარებები მიეცეთ ადამიანებს, ვინც დაკარგა სამსახური და შეუმცირდა შემოსავალი, მათი კომპენსირება უნდა მოხდეს როგორც მინიმუმ მათი დაკარგული ხელფასის ნახევრით, ისევე როგორც უნდა მოხდეს დღგ-ს შეცვლა გაყიდვის გადასახადით. ჩვენი შემუშავებული გეგმა საკმაოდ კომპლექსურია და ყველა იმ კომპონენტს ითვალისწინებს, რაც მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად არის საჭირო“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics