09:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 10:42:52, 1074 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი - პირადად ვართ კავშირზე ფერმერებთან, იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ ის დისკომფორტები, რომელიც პირველ დღეებში ცხელი ხაზის გაუმართავობის გამო შეიქმნა

„პირადად ვართ კავშირზე ფერმერებთან, იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ ის დისკომფორტები, რომელიც პირველ დღეებში ცხელი ხაზის გაუმართავობის გამო შეიქმნა“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს სჭირდებათ  დახმარება.

„იმის მიხედვით თუ ქვეყანაში როგორ იცვლება ეპიდემიოლოგიური ვითარება - მძიმდება, რისკები იზრდება, თუ პირიქით - ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებებს ვიღებთ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობა ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც დაშვებულია ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვის მიუხედავად. სოფლის მეურნეობა დამოკიდებულია, ამინდზე, გარემო პირობებზე, კონკრეტულად სეზონზე. ახლა საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, უბრალოდ არ შეიძლებოდა ამ საქმიანობის აკრძალვა, არ გამოვიდოდა. რა თქმა უნდა, ეს რისკებთან კავშირშია. გადაწყვეტილებები, მაგალითად მობილობის შეზღუდვის გაგრძელება, ადმინისტრირების კუთხით ძალიან დიდი წნეხს აჩენს თითოეულ აღმასრულებელ უწყებაზე, სამინისტროებზე, სააგენტოებზე; მნიშვნელოვანი ფიზიკური რესურსია საჭირო. უამრავი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე, 144-ზე, რომელიც არის ცენტრალიზებული, ასეთივე ვითრებაა ჩვენი სამინისტროს ცხელი ხაზზეც. ეს არის რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, რომლებსაც სჭირდებათ  დახმარება. მე და ჩემი მოადგილეები პირადად ვართ კავშირზე იმ ადამიანებთან, ვისაც ჩვენთან ხელი მოუწდებათ, იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ ის დისკომფორტები, რომელიც პირველ დღეებში ცხელი ხაზის გაუმართავობის გამო შეიქმნა.

ცხელი ხაზის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით სიტუაცია გაუმჯობესდა. სულ რამდენიმე დღე უნდა მოვითმინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ სოლიდარულები", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics