|
2020-04-23 16:34:01, 1250 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი - ძალიან სამწუხაროა, მოვლენები, რომელიც გუშინ ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა გამოიყენეს პოლიტიკური ქულების დასაწერად
„ძალიან სამწუხაროა, მოვლენები, რომელიც გუშინ ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა გამოიყენეს პოლიტიკური ქულების დასაწერად“, - ამის შესახებ სოფლი მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითავილმა განაცხადა. მანვე დაამატა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია მძიმდება და ამის საპასუხო ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან იქნება. "ძალიან სამწუხაროა, მოვლენები, რომელიც გუშინ ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა გამოიყენეს პოლიტიკური ქულების დასაწერად, რაც უპასუხისმგებლოა და პოლიტიკური ეთიკის ნორმებს ცდება. რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი გლეხები და ეს ჩვენი გულისტკივილია. ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია მძიმდება და ამის საპასუხო ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან იქნება. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებსა და ორგანიზირებულ მყიდველებს კომუნიკაციაში. არვისთვის ექსკლუზიური უფლება არ მიგვინიჭებია, ჩვენ არ შეგვირჩევია რომელიმე სავაჭრო ქსელი ან კომპანია. „ჯიბე“ არის ერთ-ერთი, რომელიც დღეს ეხმარება ფერმერებს. იცით, რომ ქვემო ქართლში განსაკუთრებით მკაცრი საკარანტინო პირობებია, არის შეზღუდული მობილობა. იქიდან ფერმერები ვერ გამოვლენ, მაგრამ შესაძლებელია სავაჭრო ქსელის წარმომადგენლების, დისტრიბუტორების, მყიდველების ჩასვლა, პროდუქციის შეძენა და შემდგომ რეალიზიება. იცით, რომ ბრენდირებული სუპერმარკეტები შეზღუდული არიან ხილის და ბოსტნეულის სეგმენტში, ისინი უფრო მეტად სხვადასხვა მშრალი პროდუქტის, ხორცპროდუქტების და რძის პროდუქტების რეალიზებას ახდენენ. ამ შემთხვევაში „ჯიბე“ არის კომპანია, რომელმაც მოახერხა სწრაფად გადაწყობა. ის არა საცალო ვაჭრობის, არამედ საბითუმო ვაჭრობის პრინციპზეა აწყობილი. მან ორგანიზებულად მოახდინა უფრო მეტი პროდუქციის შეძენა და გამოტანა ვიდრე სხვა მყიდველებმა. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ ათობით სხვა კომპანიაც, რომელიც ახორციელებს მოსახლეობისგან პროდციის შესყიდვას. არანაირი ესქსკლუზიური უფლება არ არსებობს. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიებს, რომლებიც ამ რთულ სიტუაციაში ახდენენ მოსახლეობიდან პროდუქციის შესყიდვას მაშინ, როცა შუალედური რგოლი შეზღუდვების გამო ვერ ფუნქციონირებს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)