|
2020-04-23 13:37:11, 1536 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი - პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს ჩვენ ბაზარზე არ არსებობს
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშილის განცხადებით დღეს, ჩვენ ბაზარზე არ არსებობს იმის წინა პირობა რომ პურის ფასი გაიზარდოს. ამის მიზეზად მან, ფქვილის ფასის უმაღლესი ზღვარის დაწესება და ენერგო მომარაგების კომპანიებს გადაწყვეტილება დაასახელა, რომლებმაც გადაწყვიტეს პურის საცხობებისთვის გაზი 10 თეთრით გაეიაფებინათ. „ჩვენთვის პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ მოსახლეობის სოციალური ფონი უფრო რთული და უფრო მძიმეა კორონავირუსთან ბრძოლის და შეზღუდვების პირობებში, ამიტომ ჩვენ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან და თითოეულ ინდივიდუალურ საწარმოსთან იმისთვის, რომ პურის ფასი შევინარჩუნოთ მაგრამ მხოლოდ კომუნიკაცია და მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული ფასის ვერ მოგვცემს რათქმაუნდა გადაწყვეტის საშუალებას. ჩვენ ქმედითი მექანიზმები უნდა შევთავაზოთ სექტორს და ეს ის პროგრამა იყო, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა. ის გულისხმობდა ორ რამეს , ერთი დეფიციტის პირობებში როდესაც ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებული მოთხოვნას აგრო სასურსათო პროდუქტზე, ეს პირველ რიგში სასურსათო უსაფრთხოების პირველ რიგში მნიშვნელოვან კატეგორიას ხორბალს ეხება, ჩვენი მიზანი იყო წაგვეხალაისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა და ეს მარაგი იქმნება ზუსტად იმ დაზღვევის მექანიზმიტ, რომელიც ჩვენ იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, იმისთვის, რომ მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში და მიიღონ სუფსიდირება, სუფსიდიის თანხა არის კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომელიც ძირითადი ინგრედიანეტია პურის წარმოებაში იყოს დაფიქსირებული. აქ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი, რომ კონკრეტულად ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს, რაც მნიშვნელოვანი წინა პირობაა იმისათვის, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს და მეორე კომპონენტი ეს ენერგო მატარებლებია და იმ კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან საწარმოებს მიიღეს გადაწყვეტილება და მათ 10 თეთრით შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის. შესაბამისად წინაპირობა იმის, რომ პურის ფასი გაიზარდოს ბაზარზე, დღეს არ არსებობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)