16:23 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 17:58:02, 2551 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ და ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სატელეფონო საუბრის შესახებ პრესრელიზი ევროკავშირმა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ 21 აპრილს განხორციელებულ სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების შესახებ, პანდემიასთან ბრძოლის საკითხები და მის სოციალური და ეკონომიკური შედეგები განიხილეს. ასევე, საუბრისას აღინიშნა, რომ ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს.

„ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარებას ამ კრიზისის დაძლევის საქმეში. ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებაზე გლობალური რეაგირების ფარგლებში, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო. ჯამში 80 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება ჯანდაცვის სექტორში არსებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის არის გამიზნული, ხოლო 883 მილიონი ევრო - სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მოკლე-ვადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აქედან დახმარების სახით უშუალოდ საქართველო 183 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი პარტნიორობის გათვალისწინებით, რაც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებენ ურთიერთობას და მოუთმენლად ელოდებიან შეხვედრას ასოცირების საბჭოს შემდეგ სხდომაზე, როდესაც მხარეებს ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

„ევროკავშირი საქართველოს რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერია. ის ასევე მტკიცედ ემხრობა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ კონტექსტში აბსოლუტურად მიუღებელია სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარედ განვითარებული ბორდერიზაციის ბოლოდროინდელი მოვლენები", - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics