11:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 18:56:41, 1463 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - პარლამენტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დაუჭერს- ეს განპირობებულია სპეციალისტების რეკომენდაციებით

„კვირის ბოლოს მთავრობა წარმოადგენს ეტაპობრივ გეგმას შეზღუდვების მოხსნისთვის - რასაკვირველია, ამ თემაზე მსჯელობა აუცილებელი იქნება, მაგრამ თემების ამოჩემება, რომ თითქოსდა ოპოზიციას აუცილებლად რაღაც საწინააღმდეგო პოზიციები ჰქონდეს არის ერთადერთი შეფასების ღირსი - ეს არის სპეკულაციები",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას პარლამენტი მხარს დაუჭერს.

„მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასაც პარლამენტი მხარს დაუჭერს, განპირობებულია იმ რეკომენდაციებით, რაც აქვს ექსპერტებს და სპეციალისტებს. დღემდე მოვედით მეტნაკლებად კარგი შედეგებით. ამას აღნიშნავს მთელი მსოფლიო და რატომღაც, შიგნით, შიდა ვითარებაში, ურთიერთობებში, რაღაც პოლიტიკურ თემებში გადაიჭრა ამ საკითხით სპეკულაცია. რეალობაა ის, რომ ქვეყანას ემუქრება საფრთხე. რეალობაა, რომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად არის ზომები მისაღები, მათ შორის, ისეთი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტს ქმნის. რაც უფრო კარგად შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს, მით უფრო მალე მოვხსნით იმ შეზღუდვებს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ გაგვაჩნია დღეს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გია ვოლსკი ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა. 

„ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ დაკარგა, რეალურად, ასპარეზი, სადაც ისინი არგუმენტირებულად თავისი მომხრეების გასაგონად მაინც გამოდიოდნენ სხვადასხვა საკითხებზე. ეს არგუმენტები აღარ აქვთ, არც თავისი საკუთარი მომხრეებისთვის გასაცნობად. ამიტომ, ცდილობენ, შექმნან ისეთი ვითარება, სადაც ეჭვებს ექნება გაცილებით მეტი ასპარეზი, ვიდრე რაციონალურ გადაწყვეტილებებს. გვეუბნებიან, რომ კვირის ბოლოს მთავრობა წარმოადგენს ეტაპობრივ გეგმას შეზღუდვების მოხსნისთვის. რასაკვირველია, ამ თემაზე მსჯელობა აუცილებელი იქნება, მაგრამ თემების ამოჩემება, რომ თითქოსდა ოპოზიციას აუცილებლად რაღაც საწინააღმდეგო პოზიციები ჰქონდეს არის ერთადერთი შეფასების ღირსი - ეს არის სპეკულაციები",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ,





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics