11:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 18:38:37, 1471 ნახვა

კომენტარი
თავდაცვის სამინისტრო - ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, კოვიდ19- დაუდასტურდათ

 „რამდენიმე კვირის წინ, კორონავირუსული ინფექციის მხოლოდ რამდენიმე ფაქტი დადასტურდა“, - ამის შესახებ განცხადებას თავდაცის სამინისტრო აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს დაუდასტურდათ კოვიდ19.

„ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედია საშუალებით ვრცელდება დეზინფორმაცია, შესაბამისად საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კოორდინირებულად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დროულად და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით მიეწოდება. ინფორმაციის გავრცელება ხდება კოორდინირებულად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა შემთხვევას.

 აქვე მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო მკაცრად იცავს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და კანონს, შესაბამისად თავს იკავებს და არ ასახელებს კონკრეტული სამხედრო თუ სამოქალაქო პირის ვინაობას, რაც დემოკრატიული და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რამდენიმე კვირის წინ, კორონავირუსული ინფექციის მხოლოდ რამდენიმე ფაქტი დადასტურდა.

საუბარია, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსა და დათხოვნაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეზე. ამის შემდეგ, თავდაცვის უწყებაში, სხვა ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ორივე შემთხვევაში ინფიცირების სავარაუდო წყარო უცხოურ კლასტერს უკავშირდებოდა.

აქვე განვმარტავთ, რომ დადგინდა მათთან კავშირში მყოფი ყველა კონტაქტი და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ სამხედროებს საფრთხე არ ემუქრებათ. დამატებით მოგახსენებთ,რომ ცალკეულ შემთხვევებში სამინისტრო, თავდაცვისუნარიანობის მიზნებისა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებიდან გამომდინარე პერსონალურ ინფორმაციას არ გაავრცელებს და სამომავლოდ შესაძლო შემთხვევების დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეშვეობით გასცემს. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics