15:59 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 17:37:51, 1155 ნახვა

კომენტარი
24 აპრილს, მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად, შეზღუდვების შემსუბუქების გეგმასაც განიხილავს

პრემიერ-მინისტრის, პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით 24 აპრილს ეკონომიკის ანტი კრიზისულ გეგმასთან ერთად შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქების გეგმასაც განიხილავენ.

მან აღნიშნა, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება შეზღუდვების ზედმიწევნით და ზუსტად დაცვა, მით უფრო სწრაფად მოხდება შეზღუდვების შემსუბუქება. 

"ამასთან პარასკევს იქნება შზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად ეკონომიკის გახსნის გეგმა. უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურად გაგრძელდება უკვე პოსტ კრიზისულ გეგმაზე მუშაობა. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრათ, რომ რაც უფრო ზედმიწევნით და ზუსტად აღსრულდება ყველა ის შეზღუდვა, რაც არის დაწესებული მით უფრო სწრავფად გახდება შესაძლებელი, შემსუბუქების გეგმის განხორციელება რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. თითოეული მოქალაქე, ამ საკითხს უდიდესი პასუხისმგებოლობით უდან მოეკიდოს, გვესმის რთულია, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც უფრო ზუსტად იქნება დაცული ეს შეზღუდვები, მით უფრო მალე დავბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟმს, ამიტომ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ჩვენი ქვეყნის მომავალს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics