07:58 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 17:36:13, 1459 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანი - 24 აპრილს ხელისუფლება ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს წარადგენს

პრემიერ-მინისტრის პრეს სპიკერის თქმით 24 აპრილს, პარასკევს სახლემწიფო საქართველოს ეკონომიკის აღსადგენ, ანტი კრიზისულ გეგმას წარადგენს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ანტი კრიზისული გეგმა ორი ნაწილისგან - სოციალური დახმარების და ბიზნესის დახმარების ანტი კრიზისული ნაწილისგან შედგება.  

“მოგეხსენება, რომ ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში მუშოაბს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ასევე ეტაპობრივად დავიწყეთ.

პირველ ეტაპზე გავატარეთ აუცილებელი ზომები. მათ შორის იყო სამი თვით კომუნალურების დაფარვა, 9 მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ 9 პროდუქტზე არ გაიზარდოს ფასები. ასევე დაწესდა საგადასაახადო შეღავათები ბიზნესისათვის და სამი თვით მოხდა საბანკო ვალდებულებების გადავადება, როგორც მოქალაქეებისთვის ასევე ბიზნესისათვის.

შემდეგ ეტაპზე უკვე გამოჩნდა, ის უპრეცენდენტოდ დიდი შრომის შედეგი , რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაწია და იმ თანმიმდევრული რეფორმების შედეგი, რომლის შედეგადაც ჩვენმა ქვეყანამ, საქართველომ და მისმა მთავრობამ შეძლო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სამ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მობილიზება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორებისაგან.

პარასკევს, 24 აპრილს  საქართველო წარმოადგენს ეკონომიკური ანტი კრიზისული გეგმის პროექტს, რომელცი იქნება ორი ეტაპისგან შემდგარი: მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტი კრიზისული გეგმა და ბიზნესის დახმარების ანტი კრიზისული გეგმა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics