|
2020-04-21 14:29:53, 1325 ნახვა
კომენტარი
გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრი - მივმართავ თხოვნით შსს ორგანოებს, სწორი და სამრთლიანი მიმართულება მისცენ მომხდარ ფაქტს
„მივმართავ თხოვნით შსს ორგანოებს, სწორი და სამრთლიანი მიმართულება მისცენ მომხდარ ფაქტს“, - ამის შესახებ პოლიციელის მიერ მოკლული ქალის ოჯახის წევრი, თემო პირველაშვილი აცხადებს. პირველაშვილი სოციალურ ქსელს წერს, რომ მისი ოჯახი ელოდება გამოძიებას და დიდი იმედი აქვთ, რომ შსს სწორ და ზუსტ სასჯელს დადებს. „არ მჩვევია სტატუსების დაწერა უბრალოდ გამწარებული ოჯახი ვართ იძულებული ვარ ეს განცხადება გავაკეთო. მომხდარი ფაქტი რაც მოხდა ყველამ კარგათ ვიცით ოჯახი განადგურებულია, საოცარი ადამინი მოგვიკლეს საოცარი დედა, გიჟი ბებია და მეგობარი ყველასგან გამორჩელი ურთიერთობით და სიყვარულით. მივმართავ თხოვნით #შსს ორგანოებს. გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მსგავსი ქმედება,მაქსიმალურად შეფასონ და სწორი და სამრთლიანი მიმართულება მისცენ ამ მომხდარ ფაქტს. ქალი, რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო, სული მისდიოდა იცავდა, მკაცრად ყველა რეგულაციას მის გაზდილ ბავშზე და გარეთ არ გამოდიოდა და ვიღაც ვაჟკაცის ქეიფს და ღრიანცელის გამო სიცოცლე მოესწრაფა. ყოველი დილა ვიდეო ზარით მეწყებოდა ბებია და შვილიშვილის ერთ სათიან საუბრით და ერთმანეთთან მოფერებით, ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს, რა უთხრა, ხან რას ვიგონებ, ხან რას. ვერ უყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს ამას ვერ გაუძლებს ვერავინ, რაც ჩემ ოჯახში ხდება. მიდა მივმართო ასევ იმ საცოდავს, მეცოდება მისი შვილები და მეუღლე თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება, ვურჩევ, რომ გაიაზროს რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითინ მოითხოვოს საჯელი, ეს იქნება მისი მონანიება. თუ შინა პატიმრობა უნდა და ურჩევნია, გააკეთოს პირადათ ჩემთვის უკეთესია, უფრო ადვილად მივწვდები, თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემა ცოლშვილს ვერ უყურებ ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ, ველოდებით გამოძიებას და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ“, - წერს სოციალურ ქსელში თემო პირველაშვილი. შეგახსენებთ, რომ ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ სამართალდამცავს, ბრალს დღეს წაუყენებენ. პოლიციელი დაკავებული 116-ე მუხლითა, რაც გაუფრთხილებლობიტ სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ფაქტი ისჯება შინა პატიმრობით 6-დან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან ოთხ წლამდე.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)