09:04 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-18 16:43:06, 1550 ნახვა

კომენტარი
ECB-ის ვიცე-პრეზიდენტი - ქვეყნებში რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება არსებული შეზღუდვები, ეკონომიკაზე ზემოქმედება მით უფრო დიდი იქნება

უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში, არაერთი ქვეყნის ეკონომიკა იზარალებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ეს ყველაზე ცუდი ეკონომიკური ვარდნა იქნება „დიდი დეპრესიის“ შემდეგ.

„დიდი გაურკვევლობაა და ამგვარი გაურკვევლობის გათვალისწინებით, საჭიროა რამდენიმე სცენარის განსაზღვრა და ანალიზი”, - განმარტავენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

სსფ-ის ცნობით, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ეკონომიკაზე გავლენა მეორე კვარტალში უფრო დიდი იქნება. პირველ კვარტალთან შედარებით, იქნება 20%-იანი ვარდნა. ეს ასევე გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ ფინანსებსა და ფინანსურ ბაზრებზე.

„საკვანძო მნიშვნელობა ექნება სახელმწიფოებში არსებულ შეზღუდვებისა და ჩაკეტვის ხანგრძლივობას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო დიდი იქნება ზემოქმედება. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება. ეს შეამცირებს უარყოფით გავლენას ეკონომიკაზე და წლის მეორე ნახევარში ზრდის დადებით მაჩვენებლებს დაფიქსირდება. 2020 წლის და 2021 წლის მეორე ნახევარში, ეკონომიკის გამოჯანმრთელება რთული იქნება“, - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics